THE STRUGGLE OF WOMEN: “Because I had you, mother”
English below
“იმიტომ, რომ მე შენ მყავდი, დედა“
როცა 63 წელი საკუთარი ფეხით სიარული არ შეგიძლია, მაგრამ ამ 63 წლის განმავლობაშიყოველდღიურად იბრძვი საკუთარი ოცნებების ასრულებისა და ბედნიერი ცხოვრებისთვის.
ცნობილი ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ოფთალმოლოგიის კლინიკისპროფესორი ალლა ჰოვჰანნისიანი 6 წლის ასაკში პოლიომიელიტით დაავადდა, რამაც ქვედა კიდურების დამბლა გამოიწვია.
„ჩემს თავს არ ვთვლი ძლიერად, მიუხედავად იმისა, რომ სხვები ამას ხშირად მეუბნებიან.დროდადრო მტირალაც ვარ, მაგრამ ვტირი მხოლოდ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ჩემს ქალიშვილსდა შენ გეხება. ახლაც ვტირი. ნამდვილად არ ვთვლი ჩემს თავს ძლიერად, ვფიქრობ, ყველაფერი ასეცუნდა ყოფილიყო, რადგან შენ მყავდი, დედა”.
ექვსი წლის ვიყავი, როცა მსოფლიოში პოლიომიელიტის პანდემია იყო და სამწუხაროდ, ეს პანდემიამეც შემეხო. მახსოვს, საავადმყოფოში მოვხვდი. იქ რამდენ ხანს ვიწექი, არ მახსოვს. ალბათ დიდხანს. ხელებსაც ვერ ვამოძრავებდი, მაგრამ აღმიდგინეს, ფეხების მოძრაობა კი ვერა. მოსკოვში რამდენიმეოპერაცია ჩამიტარეს. ფეხების ორთეზირება გამიკეთეს, რომლის წყალობით ყავარჯნებითგადაადგილება შევძელი. სიარული მაიძულეს — ექიმებმა და შენ.
მას შემდეგ, რაც თვალები გავახილე, მედიცინასთან მაქვს შეხება. მამა ქირურგი იყო, დედა — ჰისტოლოგი. მეც ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ მამას ეს არ სურდა. მამაჩემს ვეცოდებოდი, რადგან ჩემზე ზრუნავდა და სირთულეებისგან ჩემს დაცვას ცდილობდა. ყველა საქმეში მეხმარებოდა, სურდარაც შეიძლება ნაკლები უსამართლობა და უთანასწორობა მენახა. ეს იმ დროს საკმაოდ გავრცელებული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ. შენ კი მიბიძგებდი მოქმედებისკენ, შენ მაძლევდი ძალას, ჩემს გარდა, სხვებსაც.
პირველ კლასში მასწავლებლები მოდიოდნენ სახლში. ასე ვსწავლობდი. იმ წლებში ასე იყომიღებული. შემდეგ კი ჩვენს სახლში მთავარი სასაუბრო თემა ჩემი სკოლაში წასვლის საკითხი იყო.
მამაჩემი ისევ წინააღმდეგი იყო. შესაძლოა ეშინოდა, რომ დამცინებდნენ, დავითრგუნებოდი … შენ კიდაჟინებით მოითხოვდი — სკოლაში უნდა წავიდეს, ისწავლოს ყველასთან ერთად, გარეთ გავიდეს და სხვების მსგავსად იცხოვროს.
შენთან ვალში ვარ ყველაფრისთვის, რადგან მხოლოდ შენ შთამაგონე — თუ გსურს, ესე იგი შენ შეგიძლია.
მაგრამ სურვილის ასრულება მაშინვე არ იყო შესაძლებელი. სხვებისთვის ყველაზე ჩვეულებრივი სურვილის ასრულება ჩემს შემთხვევაში დიდ ბრძოლას მოითხოვდა. თავდაპირველად სამედიცინოუნივერსიტეტში არ მიმიღეს, ვერ ისწავლისო, ამბობდნენ. ისევ შენ იბრძოლე. ჩემი სწავლაც და მისი დასრულებაც მუდმივად ბრძოლა იყო. მეუბნებოდნენ — ექიმად ვერ იმუშავებ, ლაბორატორიაში წადიო. მე კი არ მინდოდა. ვოცნებობდი მკურნალი ექიმი გავმხდარიყავი, და ისევ შენ.
შენ არა მხოლოდ მხარს მიჭერდი, არამედ ისე აკეთებდი, რომ სხვებიც მხარში დამდგომოდნენ. ჩემიოჯახი მუდამ ჩემს გვერდით იყო. მამაც და ძმაც რთულ დროს ჩემთან ერთად იყვნენ. მაგალითად, მოსკოვში, სადაც საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი.
გავხდი ოფთალმოლოგი ი და ამ სფეროში მე ვიყავი პირველი, ვინც სადოქტორო დისერტაცია დაიცვა.
ძალიან გვიან დავქორწინდი. რამდენს დარდობდით შენ და მამა. . ალბათ იმდენად იმაზე არ წუხდით, რომ საერთოდ არ გავთხოვდებოდი, რამდენადაც იმას დარდობდით, რომ მომატყუებდნენ, იმედსგამიცრუებდნენ, გამომიყენებდნენ და გულს მატკენდნენ. ახლა ქალიშვილი და შვილიშვილი მყავს. ვცდილობ ჩემს ქალიშვილს შენი მაგალითით მივცე ძალა. მხარი დავუჭირო. ყოველთვის შენსსიტყვებს ვეუბნები — შენ ეს შეგიძლია, უნდა გადალახო. ვცდილობ შენისთანა დედა ვიყო, დავეხმარო და ძალა მივცე. როდესაც ჯერ კიდევ ჩემს გვერდით იყავი, არ მითქვამს ის ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა. ვერ მოვასწარი… არ მითქვამს ძვირფასო დედა, რომ ყველაფერი რაც გამაჩნია,შენი დამსახურებაა. შენი წყალობით დავიმკვიდრე თავი, გავბედნიერდი და ვცხოვრობ სრულფასოვანი ცხოვრებით.
როდესაც მძიმედ დაავადდი, შენს გვერდით ვიყავი. ვცდილობდი კარგი ქალიშვილი ვყოფილიყავი, ყველაფერი ის გამეკეთებინა, რაც შენ ჩემთვის გააკეთე. ვიცი, რომ შენსავით არ გამომივიდა, რადგან შეუძლებელია ვინმე შენნაირი იყოს.
მაგრამ ისიც ვიცი, რომ შენ მომეცი ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა ჩემს ცხოვრებაში — თუ გსურს, ესე იგი შენ შეგიძლია.
ფოტოებისა და ტექსტის ავტორი: ანი გევორგიანი
Not being able to walk for 63 years but struggling every day for 63 years to realize your dreams and live a happy life. A well-known ophthalmologist Alla Hovhannisyan, a medical sciences doctor and an ophthalmology clinic professor, was infected with poliomyelitis at age 6, the result of which was paralysis of the lower limbs.
“I don’t consider myself strong, although others tell me I am strong. I cry from time to time, but only about things that concern my daughter and you. I cry now as well. I don’t consider myself strong; I think everything should have been as it is BECAUSE I HAD YOU, MOTHER.”
I was six years old when there was a poliomyelitis epidemic worldwide, and unfortunately, I fell into that pandemic. I remember being in the hospital. I don’t remember how long I lay down, maybe for a long time. My hands were also immobilized, then my hands recovered, but my legs did not. There were several surgeries in Moscow; my legs were orthoses, and thanks to that, I could move around with crutches. I was forced to walk, the doctors and YOU.
I opened my eyes and saw medicine. My father was a surgeon, and my mother a histologist. I also dreamed of becoming a doctor, but my father did not want me to. My father was sorry for me, cared for me, and tried to protect me from difficulties. He helped me in every matter, but he also wanted me to face injustice and inequality as little as possible, which was so common at that time for people with disabilities. And you pushed me to act; you gave strength to me and others.
In the first grade, the teachers came home; that’s how I studied, and that’s how it was accepted in those years. Then the main conversation in our house was about my going to school.
My father again was against it; perhaps he was afraid that I would be mocked and become depressed…. you insisted – she should go to school, she should study with everyone else, she should go out and enter life equal to everyone else.
I owe you everything because only you said – IF YOU WANT, THEN YOU CAN
But the desire didn’t immediately become an ability, the realization of the most common desire for everyone assumed a great struggle in my case. At first, they did not accept me to enter medical university. They said I would not be able to study. And again, you entered into a fight. Both my studying and graduating were a struggle. They told me that I would not be able to work as a doctor and should go to the laboratory. And I did not want to, so I dreamed of becoming a treating doctor. And again YOU.
You not only supported me, but you also made others support me. My family was always with me; my father and brother were with me during difficult moments, for example, in Moscow, where I defended my Ph.D. thesis.
And I became an ophthalmologist and was the first to defend a doctoral thesis in ophthalmology.
I got married very late. How much you and father were worried, maybe not a lot about me not getting married at all but that I will be deceived, disappointed and be abused, and insulted. Now I have a daughter and a granddaughter. I try to empower my daughter by your example; I always tell her your words – you can, you should overcome. I try to be a supporting and empowering mother like you.
When you were still next to me, I did not tell you everything I wanted, what I should have told you. I did not manage … I did not say, dear mom, all that I have is thanks to you; I became accomplished, happy, and got a fulfilled life.
But when you got seriously ill, I was with you; I tried to be a good daughter, do all you did for me. I know I could not be like you because it is impossible to be like you.
But I also know that you gave me the most important knowledge of my life – IF YOU WANT, YOU CAN.
Author of photos and text: Ani Gevorgyan