Beating cancer and starting life over

ქალთა ბრძოლა

წარსულის ამსახველი  წერილები

კიბოს დამარცხება და ცხოვრების თავიდან დაწყება

„გამარჯობა, როგორ ხარ?! დაახლოებით ერთი წელი გავიდა ჩვენი დაშორებიდან. დამიჯერე, ხანდახან მენატრება ჩემი და შენი ერთად ყოფნა. შენთან ერთად იმ თვეებში ბევრი რამის სწავლამოვასწარი.  რაც უფრო ქრებოდი და მიდიოდი, მით უფრო ვპოულობდი ჩემს თავს, მეცვლებოდაშეხედულებები და წარმოდგენები სამყაროსა და ცხოვრების შესახებ. რაც უფრო მშორდებოდი, უფრო და უფრო ვიწყებდი შენი და საკუთარი თავის შეყვარებას, მიყვარდი ცალკე, ჩემგან დამოუკიდებლად, საკუთარი თავი კი — ჩემთან ერთად.

24 წლის გოჰარ გეღამიანმა 22 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ  კიბო აქვს.

იცი, ,მადლობას გიხდი იმ თვეებისთვის, რომელიც ჩემთან ერთად გაატარე და ერთად გავიარეთ ისმოკლე გზა, რომელიც მოცული  იყო გაკვეთილებითა და მიღწევებით. შენი წყალობით შევიძინე  ერთგული  მეგობრები, რისთვისაც სწორედ შენ გიხდი მადლობას. გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, ჩემი ცხოვრებიდან გაქრნენ ისეთი ადამიანები, რომ ვერც ვიფიქრებდი.

2019 წლის დასაწყისში მან ტკივილები მხრისა და კისრის არეში იგრძნო. თავიდან არასწორ მკურნალობა ჩუტარდა,  ხოლო უკვე 2020 წელს, როდესაც ტკივილები გაძლიერდა და მორიგ გამკვლევაზე მივიდა, გაირკვა,  გაირკვა, რომ ეს პრობლემები კიბოთი იყო გამოწვეული.

როცა გამოჩნდი, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ვიბრძოდი, ჩემს სასურველ უნივერსიტეტში ჩამებარებინა  და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ და სწორედ  მკურნალობის დროს  გაირკვა, რომ ჩავირიცხე.  მორჩა, უკან დასახევი გზა აღარ იყო…  ჩემთანყველაზე ნატიფი, სუსტი სახით მოხვედი, ბევრის ცხოვრებაში უფრო აგრესიული ფორმით ჩნდებიხოლმე, მაგრამ ჩემთან შენი გამოვლენა  სხვანაირი იყო.

დამიჯერებ? არასდროს გადანაშაულებდი, არასდროს მეჯავრებოდი,  ყოველთვის მიყვარდი, იქნებ ამიტომაც მიმატოვე, ჯერ კიდევ არ ვიცი, სამუდამოდ წახვედი თუ არა, მაგრამ ახლა ხომ წასული ხარ.

საშინელ დაავადებასთან ბრძოლა რთული იყო, მაგრამ ეს იყო საკუთარი თავის შეცნობისა  დაცხოვრების გადაფასების ეტაპი, რომლიდანაც იგი გამარჯვებული გამოვიდა.

“სანამ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებოდი, შენზე სხვადასხვა მითები მქონდა მოსმენილი. შესაძლოა, ცოტა მეშინოდა შენთან მიახლოების, მაგრამ ჩემთან რომ მოხვედი მშვიდად მიგიღე, თითქოს ასეუნდა ყოფილიყო, თითქოს მე შენს მოსვლას ველოდი.

მიგიღე, მოგისმინე და ჩემი ექიმების წყალობით, დიახაც, შენ დამტოვე.

მაგრამ სწორედ შენი წყალობით  ცხოვრებას სხვანაირად დავუწყე ყურება. ცოტა უფრო მოწიფულმა, მეტი პასუხისმგებლობით და ცოტა მეტი სიყვარულით.  შენ მომეცი საშუალება გამეგო როგორიშეიძლება იყოს  ტკივილი, როგორი ღირებულია დრო, რას ვიგრძნობ, როცა ფიზიკურად ვერაფრისგაკეთებას ვერ შევძლებ, რას ვიგრძნობ, როდესაც მხოლოდ სიჩუმე დამჭირდება და რას მივხვდები, როდესაც ჩემგან წახვალ.

გოჰარმა კიბო დაძლია და ცხოვრება ახლებულად  დაიწყო.

“იცი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველაზე სუსტ და ადვილად დასაძლევ ფორმაშიმომევლინე,  შენგან მაინც ბევრი რამ ვისწავლე  და ამ ცონდას პერიოდულად  ვუზიარებ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შენ ესტუმრე. მე მათ  ვესაუბრები,   ჩემს ამბავს ვუყვები და ვცდილობსხვებსაც შენს წინააღმდეგ საბრძოლველად ფრთები შევასხა და ძალა მივცე. ხდება ხოლმე, როდესაც ამბობენ, „რატომ ჩემთან“, „რატომ მაინცდამაინც მე“,  მაგრამ მე არ მიფიქრია მსგავსრამეზე, შენ თითქოს ჩემთვის იყავი განკუთვნილი,  ეს ყველაფერი საინტერესო იყო, დამიჯერე, კიდევ თუ მოხვალ, შევძლებ, რომ კვლავ  მიგიღო, ისეთივე  ღიმილით, ისეთივე  ძალითა დამოთმინებით.  გიყურებ, როგორც პრობლემას, რომელსაც გადაჭრა სჭირდება.

არსებული პრობლემები უნდა მოაგვარო, არა თუ გაექცე მათ”, — ამბობს გოჰარი.

ხანდახან მონატრებით მახსენდება ერთად გატარებული დღეები, რადგან უფრო ხშირად ვრჩებოდისაკუთარ თავთან, უფრო მეტად ვუყურებდი ჩემ შინაგან სამყაროს, ხმაურისა და ორომტრიალისგანმოშორებით სიჩუმეში ყოფნა მსიამოვნებდა.

იცი, ბევრს შეუძლია თქვას, რომ ჩემი გზა მარტივი იყო და ამიტომაც ვსაუბრობ ასე ადვილად,  მაგრამაუცილებლად უნდა ილაპარაკო, ხმამაღლა თქვა და მე სწორედ ერთ-ერთი მათგანი ვარ.  მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ლაპარაკი, რათა ადამიანებმა გაიგონ, რომ არ უნდა ეშინოდეთშენი, არამედ უნდა მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ და გაიმარჯვონ. რეალურად, შენზე არსებულიმითები იმაზე მეტად საშიშს გხდიან, ვიდრე სინამდვილეში ხარ.   მართალია, ბევრ ადამიანს ართმევსიცოცხლეს, მაგრამ კიდევ უფრო ბევრია, ვინც შენს წინააღმდეგ გაიმარჯვა.

ისევ და ისევ მადლობელი ვარ შენი. შენ იყავი ჩემს ცხოვრებაში ერთერთი ყველაზე დიდიშემობრუნება, შენ გარეშე ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა, ახლა კი მეტად მომწონს, უბრალოდ არაფერი ხდება. 

ვერ ვიტან, რომ „ოხერ დაავადებას“ გეძახიან, შენ არ ხარ ოხერი, ყველა ვისაც ეწვიე, შენი პატრონია.პირისპირ  უნდა შეხვდეთ პრობლემებს, ცხოვრებას, სიტუაციებს, რაც არ უნდა რთული და უიმედოჩანდეს, რაც არ უნდა მტკივნეული და გადაულახავი იყოს, უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერიდროებითია, უნდა შეეგუოთ და გააგრძელოთ ცხოვრება.

წინააღმდეგ შემთხვევაში თამაში მთავრდება და არა ჩვენს სასარგებლოდ“.

ავტორი: გოჰარ აბრაჰამიანი

ფოტოები ფირუზა ხალაფიანის