ხელმძღვანელი ქალის ბრძოლა. “ეს შენი ადგილი არაა, ბეჭედი ჩააბარე, დატოვე და წადი…”
ხელმძღვანელი ქალის ბრძოლა. “ეს შენი ადგილი არაა, ბეჭედი ჩააბარე, დატოვე და წადი…”
ჰასმიკ ღარაგოზიანი, რომელმაც ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა და ჯარისკაცობაზეოცნებობდა, 2018 წლის მარტიდან სიუნიქის რაიონის ტათევის თემის ჰალიძორის დასახლებისადმინისტრაციული ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის გამოცდილება მან ჯერ კიდევდაბადების ადგილიდან, სისიანის რაიონის სოფელ ჰაცავანში მიიღო, სადაც მდივნადმუშაობდა. დაქორწინების შემდეგ გადავიდა ჰალიძორში და განაგრძო მუშაობა გამგეობაში, ახლა კი ის ტათევის თემის ადმინისტრაციული ერთეულის რვა ხელმძღვანელიდან ერთ-ერთია. „ვიცი, შვილო, არ მოგწონს, ის ფაქტი, რომ მთელ დღეს თქვენთან ერთად ვერ ვატარებ. მესმის, რომ შენც და შენს და-ძმასაც სახლში შესვლისთანავე ჩემს ნახვას ისურვებდით, დაწარმოიდგინეთ, მე როგორ ვისურვებდი! ახლა გაგიჭირდება ჩემი ნათქვამის აღქმა: შენ მხოლოდ 8 წლის ხარ, მაგრამ, მეორე მხრივ, ისეთი დიდი ხარ, რომ თავს უფლებას ვაძლევ ისე გელაპარაკო, როგორც თანასწორი თანასწორს.
თქვენი ბავშვობა არ მინახავს, 2-3 თვის რომ იყავით ბებოსთან გტოვებდით და კვლავ სამსახურს ვუბრუნდებოდი. თქვენ რომ გეძინათ, დილით სახლიდან გამოვდიოდი, ხოლო როცა გვიან ვბრუნდებოდი, თქვენ უკვე გეძინათ. ხშირად გულდაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ ვიცოდი და ვიცი, რომ სწორედ ჩემი შრომის, ჩემი და მამათქვენის ძალისხმევით თავს უფრო ძლიერად იგრძნობთ.
ჩემი ცხოვრების რთულ გზაზე ყოველთვის მქონდა მამათქვენის მხარდაჭერა. იმედიაცხოვრებაში თქვენც სწორ არჩევანს გააკეთებთ და გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება არა საზოგადოების აზრი და სტერეოტიპები, არამედ მისი ოჯახის ბედნიერება დაფუძნებული თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა დაურთიერთნდობაზე.
ამ საკითხში მე და თქვენ გაგვიმართლა, გვყავს კარგი მამა და კარგი ქმარი, რომელიც ყველასაქმეში გვეხმარება და მხარს გვიჭერს. მართალია, მამათქვენი არ იყო ჩემი ამ თანამდებობისადა პასუხისმგებლობის მომხრე, მაგრამ როცა საჭიროა, თვითონაც ჩემთან ერთად მუშაობს, თუწყალსადენი დაზიანდა ან მილი გასკდა, ჩემს ადგილას მიდის და ამგვარად, მსგავს და ბევრ სხვასაკითხში ის თავის თავზე იღებს დიდ ტვირთს.
ჩემო გოგონა, ცხოვრებას ძლიერი ადამიანის თვალით უნდა შეხედო. ათასჯერ მსმენია: „ესშენი ადგილი არაა, ბეჭედი ჩააბარე, დატოვე, წადი…” ან, მაგალითად, მეუბნებოდნენ: „ასიან ლურსმანს მოვიტანთ, გამგეობის კარს ავჭედავთ“.ალბათ გახსოვს, რომ ჰალიძორელებიამბობდნენ: „ნახეთ რა დღეში ჩავვარდით სისიანელი მოვიდა, რომ გვიხელმძღვანელებს”, მეკი იუმორით მეპასუხა, კი არ მოვედი, არამედ დამნიშნეს.
მე რომ არ მქონოდა საკმარისი ნებისყოფა და დარწმუნებული არ ვყოფილიყავი,, რომ სწორადვიქცევი, არა მარტო სამსახურის დატოვება, არამედ სოფლის მიტოვებაც მომიწევდა. მაგრამვცდილობდი ცივი გონებით განმესაჯა, სიტუაციისთვის ფხიზლად შემეხედა, გამეგო, რომ იმერთმა ორმა მოჩხუბარმა არ დამნიშნა ამ თანამდებობაზე, პასუხისმგებლობის ტვირთი მაქვსდაკისრებული და ჩემი ვალდებულებაა საქმე შუა გზაში არ მივატოვო და გავაგრძელო ჩემიმოვალეობის შესრულება. დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ყველაფერს ჩემიშრომისმოყვარეობითა და პატიოსნებით მივაღწიე, ამიტომ არ მაქვს სისუსტის გამოვლენის უფლება და, მით უმეტეს, ამის მიზეზი.
ხოლო ჩემი მონდომების, შრომისმოყვარეობისა და ენერგიის წყარო თქვენ ხართ, ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი.
ალბათ შეამჩნევდი, რომ კრიტიკის ტალღამ უკვე გადაიარა, მეტიც, სოფლიდან რამდენიმედღით რომ გავდივარ, დაბრუნებისას მაცხოვრებლებისგან მესმის: „უპატრონოდ დაგვტოვე დაწახვედი“.
რაც არ უნდა ცდილობდეს საზოგადოება ქალი სუსტ პიროვნებად წარმოაჩინოს, არასოდესდაიჯერო, ეს მხოლოდ მითია. იცოდე, რომ უმეტეს შემთხვევაში ქალები უფრო გაბედულები, პრინციპულები და სიმართლის მთქმელები არიან.
წლების განმავლობაში ჩვენს სოფელს კაცი ხელმძღვანელობდა და ხშირად იყო გადასახადებისგადახდის პრობლემა, ყოველ შემთხვევაში ასე იყო იმ პერიოდში, როცა მე ადგილობრივთვითმმართველობის სფეროსი ვმუშაობდი. ჩემი ხელმძღვანელობის წლებში კი სოფელში 100%-ით იხდიან გადასახადებს, არაერთი პროგრამა განხორციელდა, მაგალითად, კეთილმოეწყოსოფლის გამგეობის ტერიტორია, მიწის ქვეშ წლების მანძილზე მყოფი ღობე ამოვიღეთ, ავწიეთ და შევღებეთ, ასევე გავაუმჯობესეთ ატრაქციონები და მთელი მიმდებარე ტერიტორია.
ადმინისტრაციული ხელმძღვანელის თანამდებობაზე ქალის დანიშვნას აქვს თავისიუპირატესობები და სირთულეები. ბუნებით უფრო მომთმენი ვარ, გაწონასწორებული, კომუნიკაბელური, რაც მეხმარება მოქალაქეებთან ურთიერთობაში. თითოეულ ადამიანს თავისენაზე უნდა ელაპარაკო, ერთს იუმორით, მეორესთან ზოგჯერ უფრო მკაცრი ტონია საჭირო… ვცდილობ, ყველასთან საერთო ენა ვიპოვო.
და მოკლე დროში საზოგადოებისთვის მისაღები გახდა, რომ ქალსაც შეუძლია ხელმძღვანელობადა შესაძლოა კაცზე უკეთესადაც კი. მართალია, იმ მძიმე განცდებმა თქვენზეც იმოქმედა, მაგრამ,მთავარია ის, რომ საბოლოო შედეგი წარმატებულია.
ჩემო ძვირფასო, დაიმახსოვრე ერთი მარტივი სიმართლე: ჩვენი ცხოვრების განვლილი დღეები გვიჩვენებს, რომ არ უნდა დავნებდეთ, ფუჭად არ უნდა ვიოცნებოთ, არამედ უნდა დავსახოთ მიზანი ჩვენი ოცნებების ასასრულებლად. იცი, ახლა კი არ ვოცნებობ საუკეთესოსაზოგადოებაზე, არამედ დასახული მაქვს მიზანი, ავაშენოთ ჩვენი საოცნებო საზოგადოება,სადაც ჩვენ ვიცხოვრებთ და სადაც კიდევ დიდხანს იცხოვრებენ ჩვენი თაობები“.
ტექსტი და ფოტოები ანაჰიტ ბაღდასარიანისა