„ჩემი ოცნებაა ჩვენი სოფლების რეალობა შევცვალო“ — უნდა იმოქმედო და არ დანებდე.

ჩემი ოცნებაა ჩვენი სოფლების რეალობა შევცვალო“უნდა იმოქმედო და არ დანებდე.

სოფელ აზატანში დაბადებული ესთერ გრიგორიანი თავისი მაგალითით ამტკიცებს, რომ ვერცსტერეოტიპები და ვერც დაბრკოლებები ვერ დათრგუნავს ქალებსა და გოგოებს, თუ მათ სჯერათდა ენდობიან საკუთარ შესაძლებლობებს და ასევე მოუწოდებენ სხვებს, რომ არ მოექცნენ იმჩარჩოში, რომელიც ძლიერმა საზოგადოებამქალებისთვის შექმნა.

ჩვენს ოჯახში ნაბოლარა ქალიშვილი არ…  როცა დავიბადე, დახრჩვალი,  დალურჯებულივიყავი, ვერ ვსუნთქავდი, დედაჩემი ყვება: „იმ ჯალათმა მითხრა, ნაგვის ურნაში გადავაგდებ, შენი მეხუთე ქალიშვილია, რა უნდა ქნა, რაში გჭირდება?

გადავრჩი, ამით კი  ყველა ბედნიერი იყო. ჩემს დებს ახალი „სათამაშო“ ჰქონდათ, მამაჩემს ოცნებააუსრულდა — ქალიშვილს დედმისის სახელი დაარქვეს, დედაჩემს კი  გადარჩენილი შვილი ჰყავდა.

ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი აზატანი. ხალხი შრომისმოყვარე და ნიჭიერია. შენც უნდა გიყვარდეს შენი  სოფელი, ქალაქი, ადგილი, მაგრამ ცვლილებების ნუ შეგეშინდება. როცა აზატანელი ვიყავი,  არ მიყვარდა ჩემი სოფელი. ჩემი დები ძალიან ზრუნავდნენ ჩემზე. ერთი მაბანავებდა, მეორე მაჭმევდა, მაგრამ, ძირითადად, სიმღერას და ლექსების კითხვას მასწავლიდნენ. როდესაც ქორწილი იმართებოდა, სკამზე დამაყენებდნენ, ვმღეროდი, ვკითხულობდი ლექსებს, არც მიფიქრია, მინდოდა თუ არა, ახლაც არასდროს გავურბივარ ჩემს მოვალეობას — არ ვერიდები საჯარო გამოსვლას, კარგი გამოცდილება მაქვს.

ყველა  სიმღერით მიცნობდა.  ცოტა რომ წამოვიზარდე, 9-10 წლის ვიყავი, დედის მხრიდან ბაბუამ, რომელიც ძალიან მკაცრი კაცი იყო, ერთხელ  მითხრა: სამწუხაროა, რომ ბიჭი არ ხარ, თორემ მომღერალი გამოხვიდოდიო!

გოგონებისთვის განათლებას, პროფესიის არჩევას უმეტესად მომავალში ქორწინება და დედობის გარემოება განაპირობებდა. საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება მედდა და მასწავლებელიგამოსულიყავი. მე კი სხვებისგან განვსხვავდებოდი, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქორწინებაგოგოსთვის ცხოვრების  ერთადერთი მიზანი არ უნდა იყოს.

ახლა სოფელ სარატაკის ერთ-ერთი ოჯახის რძალი ვარ, ოფიცრის ცოლი და ორი ვაჟის დედა.

არ ვიცი რეალურად  ვარ თუ არა, მაგრამ საკუთარ თავს ფემინისტად ვთვლი. ბევრჯერ მსმენია: „არგრცხვენია, შენ რა ფემინისტი ხარ?“ ეს თითქოს დანაშაულია, ოჯახისა და ბავშვის მიმართ ჩადენილი დანაშაული.

ჩემთვის ფემინიზმი არის სურვილი და ნება, მიაღწიო ჰარმონიას და ბედნიერებას იმავე ოჯახის, საზოგადოების, ყველასთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების დაცვით.

ეს არის ადამიანის არჩევანის შესაძლებლობა — მის სადღეგრძელოს დალევენ, 8 მარტს ყვავილებს აჩუქებენ, წმინდანად შერაცხავენ?! საჭირო არ არის, რადგან ამ „პატივისცემის“ საფასური ხშირად პირადი თავისუფლება ხდება ხოლმე.

ყოველთვის მეგონა, რომ რაღაც არასწორი იყო: არასწორია, როცა 21- საუკუნეში ბიჭი და მისიოჯახის წევრები გოგოს სახლში მიდიან მის სანახავად, შესაფასებლად, ოჯახის წევრები თავიანთი გადაწყვეტილებით გოგოს ათხოვებენ; არასწორია, როცა დაძმა სადილობ, შემდეგ კი სუფრას და ალაგებს; არასწორია ის, რომ ბიჭის დაბადება დღესასწაულად ითვლება, გოგოს დაბადება კი უკბილო ხუმრობით ხვდებიან.

ორ ორგანიზაციაში ვმუშაობ და მხოლოდ სოფელში არ ვცხოვრობ,  ხშირად ვსტუმრობ ხოლმეშირაქის ოლქის სხვადასხვა სოფლებს. მე ვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რათა დავარწმუნოქალები, რომ თავის თავზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია მათივე ოჯახისა დაშვილებისთვის, რომ თავგანწირვა ან ფიქრები იმაზე, თუ „სოფლის ხალხი რას იტყვის“  აზიანებსმათ, და  რომ ყველას აქვს უფლება საკუთარ თავზე გადაწყვეტილებები თავადვე მიიღოს.

იცით, რამდენი ქალია სოფელში, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც მარტო მჯდარა  კაფეში ერთი ფინჯანი ყავის დასალევად? ქალები ყველგან ერთნაირები არიან — ქალაქშიც, სოფელშიც და თუნდაცმთვარეზე, თითოეული მათგანი ადამიანია თავისი მოთხოვნილებებით, უბრალოდ, პატრიარქატისხილული და უხილავი კავშირები ერთგან უფრო მჭიდრო და ძლიერია, მეორეგან კი  — ნაკლებად.

ჩვენი სოფლების რეალობის შეცვლა ჩემი ოცნება გახდა. ხშირად მიფიქრია, თუ გვინდა, რომ ახალმათაობამ სხვაგვარად იაზროვნოს და იმოქმედოს, დედებიდან უნდა დავიწყოთ, რადგან მიუხედავადიმისა, სწორია თუ არასწორი, რეალობა ის არის, რომ ბავშვებს ძირითადად დედები ზრდიან. როგორიც არიან ქალები, ისეთივეა ჩვენი მომავალი თაობაც: სტერეოტიპები  ყველგან ყველაფერსახშობს და ხშირად მუქი ფერებით აირეკლება.

შენ წინ მწვანე შუქს თავადვე აანთებ. დაიმახსოვრე, რომ ყოველთვის იქნება ვინმე ან რამე, რომელიც ჩვენი გზის ჩაკეტვას შეეცდება. მაგრამ შენ უნდა გქონდეს სურვილი იმისა, რომშეუძლებელი ყოველ ჯერზე შესაძლებელი გახადო.

სოფლელ ქალად დაბადება არ არის განაჩენი, ის არ გვაიძულებს  ვიყოთ დესოციალიზებული, ვიტანჯოთ, ვიყოთ უბედურები, არ გვქონდეს დასვენების, განათლების, მუშაობის, პროფესიულიზრდის უფლება და შესაძლებლობა. მე თუ შევძელი, ე. ი. სხვებიც შეძლებენ.

ჩვენს სოფელში ქალები ადრე ბერდებიანმიწას ებრძვიან, მხრებზე მძიმე ტვირთს ატარებენდა ოცნების დრო არ აქვთ. არა უშავს, თუ არ ოცნებობ, მთავარია, იმოქმედო, ისწავლო ბრძოლადა თუნდაც თეთრი ყვავი გიწოდონ, თუნდაც  ჩაგქოლონ, მაინც არ უნდა დანებდე.

ერთხელ  მეარ მეყო ძალა და დავნებდი, შემდეგ ისევ წამოვდექი. მიუხედავად იმისა, რომ ეს წამოდგომა დიდ ტკივილთან იყო დაკავშირებული, მაინც შევძელი ბრძოლა და ფეხზე დადგომა“.

ავტორი: კუშანე ჩობანიანი

ფოტოები ნელი შიშმანიანის