შშმ ბავშვების მშობლებო, არასოდეს  დანებდეთ, უნდა იმოქმედოთ

შშმ ბავშვების მშობლებო, არასოდეს  დანებდეთ, უნდა იმოქმედოთ

43 წლის კარინე ჰარუიუნიანმა 16 წლის წინ ნანატრი ვაჟი გააჩინა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომბავშვს შესაძლოა სმენის პრობლემა ჰქონოდა

თვეების შემდეგ გამოვლენილმა  პრობლემამ კარინეს და მის ოჯახს ყოველდღიური ბრძოლის უნარიგამოუმუშავა, რომლის შედეგსაც უკვე იღებენ.

16 წლის ბიჭი დამოუკიდებლად ჩაირიცხა  ქვეყნის ერთერთ საუკეთესო სასწავლებელში  და არამხოლოდ ესმის  და საუბრობს, არამედ სხვებსაც აქტიურად ეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში.

კარინე მოუწოდებს ყველას, ვინც ამ პრობლემის წინაშე დადგა, რომ მათ არცერთი წუთით არ გადაიწურონ  იმედი და არ დანებდნენ.

ბავშვის დაბადება თითოეული ქალის ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე ნანატრი მოვლენაა. ენითაღუწერელი გრძნობაა. თავიდან მას ელოდები, შემდეგ დედას“ როდის დაგიძახებს, შემდეგ კიპირველი ნაბიჯის გადადგმას.  მაგრამ ხდება ისეც, რომ მოლოდინი არ მართლდება. ყველა ოცნებაიმსხვრევა  და ხვდები, რომ შეიძლება ვერასოდეს გაიგონო ნანატრ  სიტყვადედა”,ვერ დაინახო გადადგმული ნაბიჯები. შესაძლოა, თქვენს ოჯახებში  არის მსგავსი სიტუაციაა და აუცილებლადმინდა დავწერო, გაგიზიაროთ ჩემი ამბავი და გითხრათ, რომ არ დაკარგოთ იმედი,  რადგან ამისდრო არაა. წინ დიდი, უზარმაზარი, უწყვეტი სამუშაო გელით, მაგრამ დადგება დღე, როდესაცდატკბებით შედეგით.  ჩემი არამი 2005 წელს დაიბადა. ის ნანატრი შვილი იყო. ოჯახის პირველიშვილი. ცხრა თვის იყო, როდესაც გადატანილი  ბრონქიტის შემდეგ კიდევ ერთხელ მივიყვანე   გამოკვლევაზე და ექიმმა .. განვითარების ფურცლის შევსება გადაწყვიტა.  სათითაოდ გადიოდაპუნქტებს, რა დროსაც შემომხედა და მკითხა, რეაგირებდა თუ არა ბავშვი თავის  სახელზე. „მგონი, არა“, —   ვუპასუხე. მან კი მითხრა, „ყურადღებით იყავით, უკვე დროა“. სულ ეს იყო. კლინიკიდანგამოვედით. ტაქსიში ჩავსხედით. მთელი გზა სახელს ვეძახდი, მაგრამ ბავშვი არ რეაგირებდა. მძღოლს იმწამსვე კლინიკისკენ მიბრუნება ვთხოვე. არამი ოტორინოლარინგოლოგმა სრულადშეამოწმა. ბავშვს ხმაზე რეაქცია არ ჰქონდა. ექიმმა დამამშვიდა და მითხრა, რომ შეიძლებაუბრალოდ დაცობილია.   პასუხის  მოლოდინში გატარებული  სამი დღე იმედით იყო სავსე, მაგრამამაო. აღმოჩნდა, რომ  მარცხენა ყურში სმენა სრულად დაკარგულია, ანუ სიყრუეა, ხოლომარჯვენაში მე-4 სტადიის სმენის დაქვეითება, ანუ ზღვარი სმენის სრულად დაკარგვამდე… როდესაც მსგავსი რამ გესმის საკუთარ შვილზე, იწყება „რატომ“-ების ეტაპი.   ყოველდღე საკუთართავს ეკითხები: რა დავაშავე?“ „რატომ მაინცდამაინც ჩემი შვილი?“ ეს კითხვები  საბოლოოდ იწვევსაფორიაქებას, დაბნეულობას, უმწეობას  და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჭირო მომენტში  გვერდით გყავდეთ ადამიანი რომელიც შეგაფხიზლებთ და გეტყვით, რომ ამის დრო არ არის

ჩვენს შემთხვევაში გამომაფხიზლებლები  ექიმები აღმოჩნდნენ. ამ მხრივ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ყველა ექიმი, სურდოპედაგოგი  მაღალი დონის სპეციალისტი აღმოჩნდა.

კითხვების შემდეგ მოქმედების ეტაპია. ამ ეტაპზე მივხვდი,  რომ ადამიანის ტვინს ზებუნებრივიშესაძლებლობები აქვს. დიაგნოზის დასმისთანავე ყოველდღიურად, საათობრივად ვიხსენებდი არამის რეაქციებს ხმებზე და ვცდილობდი გამერკვია, თუ როდის გამოვლინდა პრობლემა,  იქნებ ეს დამჭირდებოდა შემდგომისთვის.  გამახსენდა, რომ მამაჩემი ჩვენს სახლში რემონტს აკეთებდა, მაგრამ ჩემ შვილს გამოწვეულ ხმაურზე რეაქცია არ ჰქონდა, არ იღვიძებდა.   ისიც გამახსენდა, რომერთ დღეს ჩემმა დისშვილმა ბავშვის გვერდით დაიყვირა და ამ დროს არამს რეაქცია ჰქონდა

მინდა გითხრათენდეთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას. ჩვენ ნამდვილად გვყავსმაღალი დონის, თანაგრძნობის მქონე   პროფესიონალები. თუ ბავშვთან რაიმე პრობლემასშეამჩნევთ,  ნუ დაკარგავთ დროს ზოგიერთ არაპროფესიონალ მკურნალებზე, რომლებიცგარწმუნებენ, რომ ტრადიციული მეთოდებით მკურნალობა შესაძლებელია

ამავდროულად, უნდა  გქონდეთ უსაზღვრო რწმენა, რადგან ამის გარეშე ყველაფერი შეუძლებელიაიქნება. ყოველთვის მჯეროდა, რომ არამი დაიწყებს საუბარს, აღიქვამს,   თუ რა არის სიტყვაფინჯანი,ჩაი”, ცხელი,დღეს”,ხვალ და ..

როდესაც თქვენს შვილს მსგავს დიაგნოზს დაუსვამენ, არსებობს ორი გზა: ჟესტების ენა ანმეტყველების განვითარება. ჩვენ ავირჩიეთ მეორე, რადგან ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ცოტამიცის ჟესტების ენა და არ გვინდოდა, რომ არამის კომუნიკაცია შეზღუდული ყოფილიყო.

1 წლის ასაკში სმენის აპარატი დავუყენეთ.

არამის სახეს ვერ დავაკვირდი, როდესაც ხმა პირველად გაიგო, რადგან იმ მომენტში მაგრადჩახუტებული მყავდა.  მაგრამ შემდეგ უამრავ მსგავს ვიდეოს ვუყურე ინტერნეტში და ბევრჯერ განვიცადე ეს ემოცია.   „არამ, შვილო, ალბათ შენც ასეთი სახე გქონდა“.

შემდეგი ეტაპი იყო დღიურები. ვინაიდან ბავშვი პატარაა და მშობელს ვერ ეტყვის, რომელი ხმაესმის აპარატის დახმარებით და რომელი არა, აუცილებელია მისი რეაქციის მუდმივი დაკვირვება.  კარზე კაკუნი გაისმარეაგირებს, დავუძახეგამოიხედა, ტელევიზორი ჩავრთეარ გაუგია. უამრავიჩანაწერი გავაკეთე.

ამ პერიოდში მშობელმა ბავშვთან ერთად უნდა ისწავლოს“ სმენა. გაიღვიძოს და დაიწყოს იმის ჩანიშვნა, თუ რა ესმის:  ეზოდან მანქანა გავიდა, მეზობელმა კარი ხმაურით მიხურა,  მამამ ონკანიმოუშვა. ჯერ თქვენ თვითონსწავლობთმოსმენას, შემდეგ კი მოსმენილს თქვენს შვილსგადასცემთ.

არამის პირველი შეგნებული სიტყვები არცახში მიმავალ  გზაზე გავიგეთ. მთელი ოჯახითდასასვენებლად მდინარის პირზე ვიყავით გაჩერებულები, ძროხამ ჩაგვიარა გვერდით. არამმადაინახა და მუუ!დაიძახა. ყველანი ვტიროდით სიხარულისგან.

შემდეგ იყო უწყვეტი მუშაობის ეტაპი.  ყველგან და ყველაფერს ვსწავლობდით. ტრანსპორტშიც  არვკარგავდით დროს,  არამს ყველაფერს ვუყვებოდი. მახსოვს, ერთ დღეს ავტობუსით მაშტოცისგამზირზე გავდიოდით, გვირაბში შევედით, ვუთხარი: არამ, გვირაბში ვართ, ასეთი ხმა ისმის: უუუ!ჩვენს წინ იჯდა ქალბატონი არისტოკრატული ფრანგული გარეგნობით, შემოგვხედა, გაგვიღიმა დაგვითხრა: რა კარგები ხართ!

ყოველთვის ვცდილობდი არამის თანდასწრებით არ მეტირა, მაგრამ ამჯერად ვერ გავუძელი, ცრემლები მომადგა.  ყოველთვის მემახსოვრება ქალი.

არამი მთელმა ოჯახმა გავზარდეთ. რაღაც ჩემგან მიიღო, რაღაც მამისგან, რაღაც ბებიებისგან

აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენი ოჯახი ახლა იმავეს  განიცდის, არავითარ შემთხვევაში დედები მარტო არ დატოვოთ.  სხვების დახმარების გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი, გავჩერდებოდი დაბნეულობის ეტაპზე.

არამმა ჯერ სიტყვების, შემდეგ წინადადებების სწავლა დაიწყო. სკოლაში წავიდა. ყოველთვისმეშინოდა, რომ თუ ბავშვს სიტყვებს ჩვენ ვასწავლიდით, შეძლებდა თუ არა იგი ახალი სიტყვებისდამოუკიდებლად სწავლას ან გამოყენებას.   ამის საუკეთესო პასუხი არამის ვლოგი იყო. ერთ დღესმითხრა, დედავიდეო გადავიღე, იუთუბზე ავტვირთე   და Aram ShoU დავარქვიო. და დღემდე მისიShoU არ ჩაგვისწორებია   „show“-თი.

 

წლების შემდეგ, ერთ საღამოს მეუღლესთან  ერთად სამსახურიდან სახლში დავბრუნდი. დაგხვდა,მოგვესალმა და გვითხრა: დედა, მამა, არ შემაწუხოთ, ახლა ვიდეო ზარი მაქვს, დილიჯანისსაერთაშორისო სკოლას მივმართე ვერ აღვწერ, იმ წამს  რა ვიგრძენი. მთელი გავლილი გზათვალწინ დამიდგა.

ახლა ჩემი არამი 16 წლის მხარბეჭიანი  ბიჭია, დილიჯანის საერთაშორისო სკოლის სტუდენტი, მასაქვს ბლოგი, სმენის შესახებ „ციფრული ჩანაწერების“ (Podcast’) წამყვანია, უზიარებს თავისგამოცდილებას სხვა ადამიანებს და თავისუფალ დროს მამასთან ერთად ფილოსოფიურ თეორიებსგანიხილავს.

ვწერ და ვღელავ, მაგრამ მინდა გჯეროდეთ, რომ თქვენც შეგიძლიათ. არამთან ერთად ამ გზისდასაწყისში რომ ვიყავით, ბევრი ბავშვი ჩვენთვის მანათობელი შუქურა იყო. ვხედავდით, რომსმენადაკარგულმა ბავშვმა იაპონური ენის სწავლაც კი შეძლო და ვფიქრობდიჩვენც შევძლებთ. ჩემს თავს დავპირდი, რომ მოვა დღე და არამიც გახდება ანალოგიური შუქურა  სხვა ბავშვებისთვის.

დედებს და ოჯახებს, რომლებიც დღეს ამ ყველაფერს განიცდიან, მინდა გითხრათ, რომ ადვილი არიქნება. უწყვეტი მუშაობა გელით,  მაგრამ დამიჯერეთ, ჩვენ შევძელით და თქვენც შეძლებთ. არდაიბნეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ იმედი,  იყავით ძლიერები.  ახლა მოქმედებისდროა!“

ავტორი: იანა შახრამანიანი

ფოტოები ფირუზა ხალაფიანის