„სასოწარკვეთის დრო არ მაქვს, ვიბრძვი და არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედსხვებისთვისაც“

სასოწარკვეთის დრო არ მაქვს, ვიბრძვი და არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედსხვებისთვისაც

კარინე გრიგორიან დაბადებისას განვითარებული ინფანტილური ცერებრალური დამბლის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ექიმები ცდილობდნენ მშობლების დარწმუნებას, რომ უარი ეთქვათ ახალშობილზეეუბნებოდნენ, რომ ის ვერ იცოცხლებს ანსაუკეთესო შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდი იქნება. მშობლებისგადაწყვეტილება იყო ცალსახა: ბავშვი უნდა დარჩენილიყო  ოჯახში, სიყვარულითა დამზრუნველობით აღსავსე გარემოში.  კარინე არა მხოლოდ აქტიური საზოგადოებრივიცხოვრებით ცხოვრობს, არამედ ბედნიერი ცოლი და დედაა. უფრო მეტიც, თავისი საქმიანობითადა მის მიერ დაარსებული შშმ ქალთა უფლებების დაცვის ცენტრისაგათისპროგრამებით ბევრშშმ პირს მხარს უჭერს და ეხმარება მათ სრულფასოვანი ცხოვრების რეალიზებაში..

მახსოვს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე. პირველ კურსის სტუდენტი  ვიყავი, როდესაცპირველად ვიგრძენი, როგორ დამცინოდნენ. ჩემი კურსის გოგოები კითხვებს მისვამდნენ, რომმეპასუხა და სიცილს იწყებდნენ ჩემს საუბარზე. სახლში მივედი, ჩუმად ვიტირე. იმ დღესგადავწყვიტე, რომ მიზანს უნდა მივაღწიო, ბედნიერი უნდა ვიყო და ახლობლები გავახარო.

ასე დაიწყო ჩემი ბრძოლის გზა.

შვილო, შენ მოხვედი იმის დასამტკიცებლად, რომ შეუძლებელი არაფერია ამქვეყნად. თუ დიდიოცნება გაქვს, უბრალოდ უნდა მიჰყვე მას მტკიცე და თავდაჯერებული ნაბიჯებით, არასოდესდაკარგი იმედი წარუმატებლობის გამო. გიყურებ და მახსენდება ის ხალხი, რომელიც სკეპტიკურადიღიმებოდა, როცა ვეუბნებოდი, რომ დედობა მსურდა.  მათ ღიმილით ვიხსენებ, რადგან ბევრმათგანს მანამდე ეჭვი ეპარებოდა, რომ შემეძლო პირადი ცხოვრება მქონოდა, რომ მეშემიყვარდება და ის ადამიანიც შემიყვარებს, და მექნება ოჯახი.

შენი დაბადებით ბევრი სტერეოტიპი დავამსხვრიე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი, რომელიც ცდილობს დაორსულდეს საკმაოდ მოწიფულ ასაკში.

ბევრი ვიბრძოლე, რომ შენ დაბადებულიყავი. ბუნებრივი გზით ვერ ხერხდებოდა, დახმარებისთვისECO- მივმართეთ. რამდენიმე მცდელობა ჩაიშალა, ყველა მეუბნებოდა: ნუ იტანჯავ თავს, არგამოგივა. თუმცა მე დარწმუნებული ვიყავი, ვენდობოდი ჩემს სხეულს, ვიცოდი, რომ შემეძლო. შეიძლება სიტყვებით ვერასოდეს გადმოვცე ის, რაც ვიგრძენი, როცა ექიმმა მითხრა: გილოცავ, ორსულად ხარ. ბედნიერებისა და მოლოდინების ენით აუწერელი წუთები ვიცხოვრეთ, ბევრს არსჯეროდა, მაგრამ მე მჯეროდა.

მინდა რომ შენ გონებაგახსნილი და თავისუფალი იყო. დაბადებიდანვე განსხვავებულადამიანებთან ურთიერთობ, ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც დაცვა და სიყვარულისჭირდებათ. დარწმუნებული ვარ მათი ერთერთი მხარდამჭერი გახდები.

მინდა გაიგო რა არის სიყვარული და მიილტვოდე ჭეშმარიტი სიყვარულისკენ. სიყვარული არც ისემარტივია, როგორც ბევრს ჰგონია. სიყვარულს უნდა მიეცეს საშუალება დაიბადოს, განვითარდეს, მომწიფდეს, როგორც ეს მოხდა ჩემი და მამაშენის შემთხვევაში.

ჩვენ მეგობრები ვიყავით, შენს დაბადებამდე ათი წლით ადრე გავიცანით ერთმანეთი. ბევრისირთულე გამოვიარეთ, ჩემი მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ დავქორწინდით. ჩვენი ისტორიით, შენში უკვე არის ის სიყვარული, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ნათქვამი.მოუსმინე შენი გულის ხმას, დაიმახსოვრე, რომ ადამიანები განსხვავებულები არიან და ყველაიმსახურებს სიყვარულს.

როცა შეგიყვარდება, იგრძნ რომ ნამდვილად გიყვარს, არ დათრგუნო ეს გრძნობა, მიჰყევი გულს, აღმოაჩინე ის ადამიანი და ბედნიერი იქნები, როგორ ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთი და გავბედნიერდით.

ისევე როგორც ჩემს ცხოვრებაში ბევრ რამეზე ბრძოლამ, შენ დაბადებისთვის ბრძოლამაც კიდევერთხელ დამიმტკიცა, რომ თუ არ ცდილობ, ვერ მიაღწევ. სასოწარკვეთას დიდი დრო მიაქვს. სასოწარკვეთი დრო არ მაქვს. მე მხოლოდ ბრძოლის დრო მაქვს.

ტექსტისა და ფოტოების ავტორი: ანი გევორგიანი