„საზოგადოების უსამართლო სტერეოტიპები ან საბოლოოდ გვტეხს, ან საოცრად გვაძლიერებს,იმის დასამტკიცებლად, რომ მე ეს შემიძლია“

ქალთა ბრძოლა

საზოგადოების უსამართლო სტერეოტიპები ან საბოლოოდ გვტეხს, ან საოცრად გვაძლიერებს,იმის დასამტკიცებლად, რომ მე ეს შემიძლია

 ბუ ბი თოის ხელნაკეთი სათამაშოების კომპანიის დამფუძნებელმა, 26 წლის არმინემელიქიანმა მიუხედავად მისი შეზღუდული შესაძლებლებებით გამოწვეული მრავალიპრობლემისა, წარმატებას მიაღწია თავის საყვარელ საქმეში, შექმნა საკუთარი ოცნების სამუშაო და ბიზნესი.

„არც კი მახსოვს, რა გერქვა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სწორედ შენ შემოიტანე ყველაზე დიდიცვლილება. პატარა რომ ვიყავი, შენ სულ ჩემთან იყავი, ერთად ვიძინებდით და ვიღვიძებდით, თამაშის დროს კი თმებს გიწნავდი და ჩემი ოცნებების შესახებ გესაუბრებოდი. შემდეგ მეგავიზარდე, შენ კი — არა. შენ ხარ ჩემი ბავშვობის მოგონება, რომელმაც მომცა ძალა, რომ  არდავნებდე და მომავალს იმედიანად ვუყურო.

არ მახსოვს, როდიდან დავიწყე უშენოდ დაძინება და გაღვიძება, უშენოდ ჭამა, შენთან თამაშისგარეშე ცხოვრება. მაგრამ მინდა მოგიყვე, თუ როგორ მოხდა, რომ შემიყვარდა საკუთარი თავი დამივიღე ის ისეთი, როგორიც ვარ. ხომ გესმის ჩემი?!

შენთან რომ ვთამაშობდი, ვერ ვხვდებოდი, რომ სხვანაირი ვიყავი, შენ არ მეუბნებოდი, რომ არშემეძლო ამა თუ იმ საქმის კეთება. მადლობელი ვარ ჩემი პირველი მასწავლებლის, რომელიცსკოლაში არასდროს განგვასხვავებდა, მისთვის ყველანი თანასწორნი ვიყავით ჩვენი უნარებითა დაშესაძლებლობებით. სკოლის პირველ წლებში ვგრძნობდი, რომ სხვების მსგავსად შემეძლოყველაფრის გაკეთება  შემდეგ კი… შემდეგ გავიზარდეთ. მასწავლებლების მატებასთან ერთად იმატაგამონათქვამმაც: „არმინე, შენ ეს არ შეგიძლია!“

თავიდან, როდესაც ჩემი მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ არ მიმეღო მონაწილეობა ფიზკულტურისგაკვეთილებზე აქტივობებში, ვფიქრობდი, ეს კარგი იყო, რომ ამას ჩემთვის ამბობდა, მაგრამ ახლავხვდები, რომ ეს ჩემთვის კი არ იყო კარგი, არამედ ეს იყო მხოლოდ სხვებუისგან იზოლირებისსაშუალება. მახსოვს, ღონისძიების დროს ერთ-ერთმა მასწავლებელმა გამომიყვანა ბავშვების რიგიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი იქ მდგომით რიგის წყობა ლამაზი არ იყო. მან პირდაპირ არმითხრა, მაგრამ მე ვიგრძენი. ჩემთვის მტკივნეული იყო არა თანაკლასელების, არამედმასწავლებლების დისკრიმინაციული დამოკიდებულება, რომლებიც ჩვენთვის ტოლერანტობის, სიყვარულის, პატივისცემის და არა ზიანის მიყენების მაგალითებად ითვლებიან.

იცი, ბევრჯერ ყოფილა, როცა საკუთარ თავს ვადანაშაულებდი იმისთვის, რომ ასეთი ვარ. მეგონა,  ჩემი ბრალი იყო ის, რომ ლიფტის ღილაკს ხელს ვერ ვაჭერდი, ჩემი ბრალი იყო,  იმდენად მაღალირომ არ ვიყავი, ბანკის თანამშრომელს მომსახურების დროს მაღალი მაგიდის უკნიდან შევემჩნიე.საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, რომ ჩემი სამყარო მიუწვდომელი იყო, მაღალი რომვყოფილვიყავი, ყველაფრის გამოყენებას შევძლებდი.

ახლა შეგიძლია  ჩემით იამაყო, მე მივიღე ჩემი თავი და დავიწყე საკუთარი თავის სიყვარული. ბანკში რომ მივდივარ, ვთხოვ, რომ ჩემი მომსახურებისთვის ხელმისაწვდომი გარემო შექმნან, სუპერმარკეტში საყიდლების დროს  თანამშრომელს ვთხოვ, რომ მაღალ თაროებზე განლაგებულიპროდუქცია მომაწოდოს.

შევწყვიტე საკუთარი თავის დადანაშაულება იმაში, რაშიც არ ვარ დამნაშავე, ნაცვლად ამისა, გარშემომყოფთაგან ვითხოვ პატივი სცე იმ უფლებას, რომელიც დაბადებიდანვე მაქვს.

უკვე აღარ ვარ შებოჭილი და აღარ მწყინს, როცა ვხედავ, რომ რაღაც მიუწვდომელია, უბრალოდ ხმამაღლა ვლაპარაკობ ამის შესახებ და გამოსავალს ვეძებ.

სამსახურის ძებნისას, „შენ არ შეგიძლია“-ს გარდა, ბევრჯერ უთქვამთ „დაგირეკავთო“. ნუთუ ჩემიპროფესიით მუშაობაში სიმაღლე ხელს მიშლის? დიახ, თავიდან ბუღალტერია არ იყო ჩემისაყვარელი პროფესია, მაგრამ ნუთუ გამოთვლების გასაკეთებლად  სიმაღლე მჭირდება?

გული მწყდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის არ მქონე ადამიანები თავად წყვეტენ, რა არისჩვენთვის კარგი ან ხელსაყრელი. არ გვეკითხებიან, იქნებ ჩვენ უფრო მოსახერხებელი დაფინანსურად ხელმისაწვდომი ვარიანტი შევთავაზოთ.

მშენებლები ორჯერ მეტს ხარჯავენ იმისთვის, რომ შექმნან მიუწვდომელი „კომფორტი“, როგორც,  მაგალითად, ჩვენი სადარბაზოს პანდუსია.

საზოგადოების უსამართლო სტერეოტიპები ან გაგვტეხს ან საოცრად გაგვაძლიერებს, იმისდასამტკიცებლად, რომ მე ეს შემიძლია. მე შემიძლია სწავლა, შემიძლია მუშაობა, შემიძლიაოცნება და შემიძლია ცხოვრება.

ჩემო თოჯინა, სწორედ შენი მაგალითით მივხვდი, რომ ცხოვრებისეულ წარმოდგენებს ჩვენისათამაშოებიდან ვიღებთ. თამაში გვაძლევს ცხოვრებისეულ ცოდნას და მე გადავწყვიტე, რომ ჩემმიერ შექმნილი სათამაშოები ბევრი ბავშვის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მექცია. ორი წლისწინ, კოვიდისა და ომის პერიოდში, დავიწყე პატარა სათამაშოების ბიზნესი. ვერ წარმოიდგენთ, რაკარგია, როცა საკუთარი თავის დამსაქმებელი შენ თავად ხარ, როცა საკუთარი თავისთვის ქმნი მუშაობისა და შემოქმედებისთვის ხელსაყრელ პირობებს.

სკოლის წლებში ჩემი შექმნილი სათამაშოები, რომლებსაც საშობაო ან დაბადების დღისსაჩუქრებად ვქმნიდი ხოლმე, დღეს ჩემთვის მუშაობისა და ცხოვრებაში საკუთარი თავის პოვნისსაშუალებად იქცა.

ბიზნესის მართვა ადვილი არ არის. მე მარტო ვარ ჩემს საქმეში, ბუღალტერიც მე ვარ,   სათამაშოებისშემქმნელიც, ინტერნეტ სივრცეში მათი გამყიდველიც, მათი დიზაინერიც და ბიზნეს-გვერდისმმართველიც, მხოლოდ შეკვეთების მიწოდებაში მეხმარება კურიერი.

უახლოეს მომავალში ვგეგმავ სხვადასხვა შშმ თოჯინის შექმნას, რომელთა წყალობით ბავშვებიპატარა ასაკიდან დაიწყებენ ადამიანების შეცნობას და მათთვის უჩვეულო აღარ იქნება შშმ პირებისდანახვა რეალურ ცხოვრებაში.

სათამაშოების დამზადებით ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევდი ჩემი ოცნების გზაზე. ათი წელი დამჭირდაიქ მისაღწევად, სადაც ახლა ვარ. ჩემი გზა ჯერ არ დასრულებულა. ჯერ კიდევ ბევრი სათამაშო მაქვსგასაკეთებელი, რომლებიც ბევრი ბავშვისთვის  გახდება ისეთი მეგობარი, როგორიც შენ იყავიჩემთვის…“

ტექსტი და ფოტოები სუსინა ხაჩატრიანის