“ერთ დღეს გავიღვიძე და ვიგრძენი, რომ სიარული არ შემეძლო… მაგრამ ამან ვერ გამტეხა,სრულფასოვნად ცხოვრება ვისწავლე”

არცახის მარტუნის რაიონის სოფელ კოლხოზაშენში დაბადებული არფინე ჰარუიუნიანივერასდრო წარმოიდგენდა, რომ 14 წლის ასაკში ერთ ჩვეულებრივ დღეს გაიღვიძებდა დაჩანთით სკოლაში წასვლის ნაცვლად ზურგის ძლიერი ტკივილის გამო ლოგინში უმოძრაოდდაწოლა მოუწევდა, ხოლო რამდენიმე საათში  ექიმებისგან მოისმენდა, რომ სიარულს ვერასდროს შეძლებ. მაგრამ  მოულოდნელმა ავადმყოფობამ და ერთ დღეში შეცვლილმარეალობამ არფინე კი ვერ გატეხა, არამედ საშუალება მისცა მას ოპტიმიზმით განმსჭვალულიყო და დაეფასებინა თავისი ცხოვრების თითოეული წამი. არფინემ სკოლა დაამთავრა, უმაღლესიგანათლება მიიღო, მუშაობა დაიწყო, ავტომობილის მართვა ისწავლა და გადაწყვიტასრულფასოვნად ეცხოვრა.

ძვირფასო უცნობო, მინდა ჩემი ამბავი გაგიზიარო, შესაძლოა შენც გაქვს იგივე პრობლემა, გადაადგილების შეზღუდვა, იმედგაცრუების გადაულახავი წუთები, წინსვლის შიში. მე კარგად ვიცი, თუ რამდენად რთულია. 13 წელი გავიდა 2009 წლიდან, როცა გავიგე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გავხდი.

თებერვალი იყო, 14 წლის ვიყავი, კარგად მახსოვს, სკოლაში უნდა წავსულიყავი, გადავწყვიტეწიგნები ამეღო, გამემეორებინა გაკვეთილები, მაგრამ ზურგისაშინელი ტკივილი ვიგრძენი,უჩვეულო იყო, ადგომა მინდოდა, ფეხებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. წარმოდგენაც არ გვქონდა, თუ რა ხდებოდა, გვეგონა, შესაძლოა სეზონური გრიპი ყოფილიყო, მაგრამ ოჯახის წევრები გრძნობდნენ, რომ ჩემი მდგომარეობა მძიმე იყო. ახლო სოფლიდან ექიმი მოიყვანეს, ექიმმა თქვა, რაც შეიძლებამალე წაიყვანეთ საავადმყოფოში, რომ ნორმალურად გამოიკვლიონ, საღამოს ჩავედითსტეფანაკერტში, ექიმები მოვიდნენ და გასინჯეს, ვერაფერი გაიგეს და გვითხრეს ერევანშიწაიყვანეთო.

მახსოვს, რეანიმაციაში გადამიყვანეს, მესმოდა, თუ როგორ ლაპარაკობდნენ ექიმები ერთმანეთში: „შეიძლება ამ ღამეს მოკვდესო“. სიკვდილი ყველაზე სავარაუდო სცენარი იყო, მაგრამ მეყოველთვის ვიმეორებ, რომ ჩემი გადარჩენა ღვთის ნება იყო.

მკურნალობა დავიწყეთ. მკურნალობის დროს სპეციალისტი კი არ ამბობდა — ასე გააკეთე, ათა იარო, არამედ ამბობდა ასე გააკეთე, რომ, მაგალითად, საწოლიდან ეტლზე გადასვლა შეძლო, ყველაზეელემენტარული რაღაცეების გაკეთება შეძლო. ამის მერე დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ ისინიჩემს ახალ სტატუსთან შეგუებას მასწავლიდნენ.  

არ იცოდნენ, რა დიაგნოზი დაესვათ, მეკითხებოდნენ — „ხომ არ წაიქეცი, ან ვინმემ ხომ არ დაგარტყა?“ ბოლოს დიაგნოზი დამისვეს, რომ ზურგის ტვინის ნერვი რაღაც ვირუსმა დააზიანა დაასეთი შედეგი გამოიწვია.

ახალი რეალობა იოლი არ იყო, მაგრამ ცხოვრების მიმართ არ გავბოროტდი. თუ გავბოროტდებოდი, შესაძლოა, ეს არფინე ღარ ვყოფილიყავი.

იმ შემთხვევის შემდეგ ცხოვრებას სულ სხვა კუთხიდან დავუწყე ყურება. დავიწყე ისეთი დეტალებისდაფასება, რაც აქამდე არც კი შემიმჩნევია. საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ სარეაბილიტაციოცენტრში დავდიოდი, შემდეგ გავაგრძელე სკოლის გაკვეთილები, ოღონდ უკვე სახლში სწავლებით.

მე-12 კლასში ვიყავი, სკოლის გამოსაშვები გამოცდები იყო, ბიძაჩემმა (რომელიც ასევე სკოლისდირექტორი იყო) და დედაჩემმა წაახალისეს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებშიც მიმეღო მონაწილეობა. ისინი რომ არა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება შემეძლო. და მეეს არფინე არ ვიქნებოდი, სწავლის საშუალება რომ არ მომეცა.

გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათაფაკულტეტის დეკანმა დამიბარა, თქვა, მინდა ამ გოგოს გავესაუბრო, კარგი შეფასება აქვსო. შემდეგმკითხა, თუ რომელი როფესიული საგნები მომწონს და საინფორმაციო სისტემებიპროგრამირებამირჩია, რაც ჩემთვის მისაღები იყო.

ჩავაბარე არცახის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემების სპეციალობით. იმის გამო, რომ გადაადგილების პრობლემა მქონდა, უფლება მომცეს, ლექციებისახლში მომემზადებინა და მხოლოდ გამოცდებში მიმეღო მონაწილეობა. ბაკალავრიატისდამთავრების შემდეგ გადავწყვიტე მაგისტრატურაზე ჩაბარება ეკონომიკისა და მენეჯმენტისგანხრით. ჩემი და ძმა უკვე სტეფანაკერტში სწავლობდ, მეც სოფლიდან სტეფანაკერტში გადავედი.

სწორედ მაშინ გადავწყვიტე მანქანის მართვა მესწავლა, რაც არაკომფორტულ ქალაქშიგადაადგილების შესაძლებლობას მომცემდა. რა თქმა უნდა, თავიდან უჩვეულო იყო მანქანისტარება, მაგრამ ეს არ იყო რთული და მანქანა საგანგებოდ მოწყობილი იყო.

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სარეაბილიტაციო ცენტრშიც დავდიოდი,  საიდანაც ერთ დღეს საქმიანი წინადადება მივიღე. შემომთავაზეს სტატისტიკოსად მუშაობა. იმ დღიდან უფროკარგად ვიგრძენი თავი, რადგან უფრო დამოუკიდებელი გავხდი, საკუთარი ფული შოვნა დავიწყე.

შემდეგ გავიგე Instigate Mobile-ის პროგრამირების კურსების შესახებ, მივიღე მონაწილეობა დადავსაქმდი პროგრამისტად. 2018 წლიდან დღემდე ვმუშაობ.

ახლა უკან რომ ვიხედები, ვიხსენებ და ვადარებ არფინე და ამ არფინე. ნუთუ 15 წლისასაკში სოფელში ეტლზე მჯდომ წარმოვიდგენდი, რომ წარმატებებს  მივაღწევდი და ასეთიაქტიური და სრულყოფილი ცხოვრება მექნებოდა. ერთბაშად ვერაფერს მიაღწევ. ბევრისირთულეა, მაგრამ  უნდა იბრძოლო, დაძლიო შენი შიშები, მიჰყვე ყველა იმ ადამიანებისგამამხნევებელ სიტყვას, ვინც მხარს გიჭერს.

ჩვენი ქალაქები მოუხერხებელია საყრდემამოძრავებელი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, არაფერია ადაპტირებული, მაგრამ ასეთ პირობებშიც კი არ უნდა იჯდე სახლში, არ უნდა ჩაიკეტო დაუმოქმედოდ არ უნდა იყო.

ყოველთვის ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა შეზღუდული იყოს ფიზიკური შესაძლებლობები, შეგიძლიაგონებით  წინ გაიხედო და ყველაფერს მიაღწიო.

თუ ჩემი მაგალითი შენ ან ვინმე სხვას შთააგონებს, თუ შემთხვევით მნახავთ სოციალურ ქსელებშიდა გადაწყვეტთ, რომ თუ არფინემ შეძლო, მაშინ მეც შემიძლია, უნდა მივაღწიო წარმატებას დავიცხოვრო სრულფასოვანი ცხოვრებით, — მე ამით ბედნიერი ვიქნები.“

ავტორი: არფინე არზუმანიანი

ფოტოები ნელი შიშმანიანისა