„განათლება არ ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციებს“: ეზიდი გოგონებს ჯერ კიდევ უწევთბრძოლა განათლების მისაღებად
„განათლება არ ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციებს“: ეზიდი გოგონებს ჯერ კიდევ უწევთბრძოლა განათლების მისაღებად
21 წლის ლენა მირზოიანი არარატის ოლქის ღუკასავანის თემიდანაა. როგორც თავად ამბობს, არცსახელით და არც გვარით არ გამოირჩევა, როგორც ეზიდი, ამიტომაც გაცნობისთანავე წარმოაჩენსთავის ეროვნებას, რომლითაც ყოველთვის ამაყობს. ლენა ერთადერთია თავის თემში, რომელმაც„გაბედა“ უმაღლესი განათლების მიღება და ახლა უნივერსიტეტში სწავლის პარალელურადაქტიურ ცხოვრებას ეწევა, მრავალ სტუდენტურ ინიციატივაში მონაწილეობს, ასევე ღუკასავანისსკოლაში ასწავლის და სხვებსაც მოტივაციას აძლევს.
„ახლა შენ ყოველდღიური საქმეებითა და დიდი ოჯახის ტვირთით დაღლილი, ნახევრად დახუჭულითვალებით ახალ ამბებს თვალს ადევნებ და იმედია, ჩემს წერილსაც ნახავ. გწერ, რათა გაგიზიაროჩემი ისტორია იმ იმედით, რომ ის გადამდები გახდება და შენ, ვინც ადრეული ქორწინების დაგანათლების ვერმიღების გამო ამდენი სირთულე გადაიტანე, შეეცდები შენი შვილებისთვისგანსხვავებული მომავალი შექმნა.
ეზიდები ღუკასავანში სომხებთან ერთად ას წელზე მეტია ცხოვრობენ, მაგრამ სომხებისგანგანსხვავებით, ისინი უმაღლესში სასწავლებლად არ მიდიან, ხშირად სკოლასაც კი არამთავრებენ.
მე კი ყოველთვის, როცა რაღაც ახალს ვისწავლი, ყოველ ჯერზე, როცა უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდები, საკუთარ თავს ვულოცავ, რომ განათლების მიღების შესაძლებლობა მომეცა. თუმცა, არც ჩემი გზა იყო ადვილი. ღუკასავანში 12-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ იმედი არ მქონდა, უნივერსიტეტში ჩაბარება მოვახერხე.
იცი, სახლში არავინ იცოდა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარებას ვაპირებდი, ჩემი მასწავლებელი და სკოლის მეგობრები მამხნევებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ უნდა ვისწავლო და მეც გადავწყვიტე, მეცადა. ჩემები არ მიშვებდნენ კერძო მასწავლებელთან და არ იცოდნენ, რომ უნივერსიტეტშიჩასაბარებლად ვემზადებოდი. ჩემი სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმაშემომთავაზა, რომ ერთი თვის განმავლობაში დღეში ერთი—ორი საათი ტელეფონით მემეცადინა, რომ გამოცდაზე გასვლისას გარკვეული ცოდნა მაინც მქონოდა.
ბავშვობიდან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ნასწავლის გამეორება მჭირდებოდა, ამიტომ ერთითვე მალულად ვმეცადინეობდი, სახლში რომ მეკითხებოდნენ, ვამბობდი, სკოლის გამოცდისთვისვემზადებითქო. მხოლოდ გამოცდის დღეს ვუთხარი დედაჩემს, რომ ეროვნოლ გამოცდებზემივდიოდი. დედაჩემი ჩემს თავგადასავლებს იზიარებს, რადგან რთულია ჩემი შეკავება, ყველგანმომყვება, რომ რამე უბედურება არ შემემთხვეს. ასე რომ, დედაჩემი ჩემთან ერთად გამოცდაზეწამოვიდა, იმედი ჰქონდა, რომ ნამდვილად ჩავიჭრებოდი, თუმცა მე ყველა გამოცდა ჩავაბარე დაჩავირიცხე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის სოციალური მუშაკისგანყოფილებაზე.
უნივერსიტეტში ბევრს უკვირს, თავიდანვე რომ ვამბობ ჩემი ეზიდობის შესახებ და არ მრცხვენია ამის. ალბათ, ამიტომაც დავიმსახურე ბევრი ადამიანის პატივისცემა და სიყვარული.
ვარ სტუდენტური საბჭოს წევრი, ყველგან წარმოვადგენ ჩემს ერს, საკმაოდ აქტიური ვარ დავტკბები სტუდენტური ცხოვრებით. თუმცა, არც ჩემი თემი მავიწყდება.
ღუკასავანის ერთადერთ სკოლაში 250-მდე მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 50 მოსწავლეეროვნებით ეზიდია.
სკოლაში ენის სწავლების წრეები არსებობს, მაგრამ მასწავლებელი დიდხანს არ ჰყავდათ. გასულწელს ჩემ თავზე ავიღე ეს მნიშვნელოვანი საქმე და ახლა ვცდილობ ჩემი ცოდნა, გამოცდილება დაკავშირები მოსწავლეებს გავუზიარო. ჩვენ პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებებს ვაწყობთ,გვაქვს შეხვედრები როგორც ჩვენი საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებთან, ისებავშვებისთვის საინტერესო პირებთან. ვასრულებთ თარგმანებს. როცა რომელიმე ღონისძიებაზემეპატიჟებიან, ბავშვებიც თან მიმყავს, რომ სოფლიდან გავიდნენ, რაიმე ახლის სწავლის საშუალება ჰქონდეთ, მოტივაცია აიმაღლონ და არ დანებდნენ. ხოლო როცა ვიგებთ, რომ ვინმესგაკვეთილებზე დასწრების ნებას არ აძლევენ, ერთად მივდივართ და ოჯახს ვესაუბრებით.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სკოლა, უნივერსიტეტი იყო საუკეთესო რამ, რაც შეიძლებოდა ჩემსცხოვრებაში მომხდარიყო, უბრალოდ მსიამოვნებს თითოეული გაკვეთილი და ვოცნებობ, რომ ჩემსთემში ბევრ გოგონას ჰქონდეს ეს შესაძლებლობა, რაც აუცილებელია თვით თემის განვითარებისადა ტრადიციების დაცვისათვის.
მამაჩემიც და დედაჩემიც თაობიდან თაობამდე ნამდვილი იეზიდები ვართ. მყავს ბებია და ბაბუა, უფროსი და, რომელიც გათხოვილია და უმცროსი ძმა. მე ძალიან კონსერვატორი ვარ, მიყვარსყველა ჩვენი დღესასწაული და ტრადიცია, ისინი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენამდე თუმოაღწიეს, ე. ი. ჩვენ მათი დაკარგვის უფლება არ გვაქვს, მტკიცედ უნდა დავიცვათ ისინი და გადავცეთ მომავალ თაობებს. განათლების მიღება კი სულაც არ ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს, პირიქით, განათლებას მხოლოდ დახმარების გაწევა შეუძლია. სწორედ ჩვენი რელიგიამოუწოდებს, რომ განათლება პრიორიტეტული უნდა იყოს და მე ძალიან მადლობელი ვარ ჩემიმშობლების, რომ ეს შესაძლებლობა მომცეს.
გთხოვ, შენც ბავშვობიდან ასწავლე შენს შვილებს უყვარდეთ და დააფასონ განათლება, ეს არის ყველაზე მშვენიერი რამ. განათლება ბევრ შესაძლებლობას ქმნის და თუ ეს იარაღი გაქვს, ყოველთვის შეგიძლია წინ იარო და წარმატებას მიაღწიო.
დროდადრო ვფიქრობ, რომ უკვე მაქვს ის, რაც მინდოდა, რაზე ოცნებისაც კი მეშინოდა დათითქოს მეტი არაფერია საჭირო, მაგრამ ყოველთვის რაღაც ჩნდება და ვხვდები, რომგასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს.
ახლაც ვფიქრობ ორგანიზაციის შექმნაზე, რომელიც ეზიდი ბავშვებისა და ქალების პრობლემებითდა მათი უფლებების დაცვით იქნება დაკავებული. იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევ დავიმედოვნებ, რომ შენც შენს შვილებს განათლებისა და შრომის მეშვეობით „ფრენის“ შესაძლებლობას მისცემ“.
ავტორი: გოჰარ აბრაჰამიანი
ფოტოები ანი გევორგიანისა