„არ არსებობს ქალის ან მამაკაცის საქმე: უნდა დავძლიოთ სტერეოტიპები და წინ ვიაროთ”

მარგარიტა ავეტისიანი წარმატებული მევენახეა. მიწაზე მუშაობა და  მაცოცხლებელი ბრძოლა46 წლის ასაკში დაიწყო, როცა ქმარი მოულოდნელად გარდაეცვალა და ყველაფერი ერთ წამშითავზე დაენგრა, ვენახის მოვლის მძიმე შრომაც მას დააწვა მხრებზე. მევენახე ქალის გზართული იყო: ეჭვით ყურება, უთანასწორო კონკურენცია, დისკრიმინაცია, მაგრამ ყველაფრისდაძლევა შესაძლებელია, თუ ფეხზე დგომის დაუოკებელი სურვილი არსებობს.

ყოველთვის გვეუბნებოდი, რომ მიწა შეგვინახავს, ვენახით ვიცხოვრებთ.

და ასეც მოხდაახლა ვფიქრობ, რომ ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიცმე და შენ მივიღეთ, საბჭოთა რეჟიმის დაშლის შემდეგ, სწორედ მიწის ყიდვა იყო. გახსოვსამბობდი, რომ ქვეყანა ინგრევა, ხალხს კი მიწა კვებავს, და რადგან ქალაქელმსურველებს მხოლოდ იმ მიწებს გადასცემდნენ, რომელზეც სოფლის მოსახლეობამ უარითქვა, ჩვენ ვენახები გვერგო წილად. ძნელი დასამუშავებელი იყო,  არავინინტერესდებოდა. მაგრამ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალგაზრდები ვიყავით დამიწა არასდროს დაგვიმუშავებია, ბავშვებიც პატარები იყვნენ და დიდი საზრუნავი გვქონდა, გადავწყვიტეთ გვეზრუნა ამ მიწაზე, რომ ერთ დღესაც მიწას ეზრუნა ჩვენზე.  

არ მიყვარდა მიწის დამუშავება, მაგრამ როცა ხანდახან ვერ ასწრებდი, იძულებული ვიყავი დაგხმარებოდი, ამას კი უხალისოდ ვაკეთებდი. ხოლო მას შემდეგ, რაც მარტოდავრჩი, ყველაფერი ჩემს ხელში ავიღე, ახლა კი ვართ მე და ჩემი 3 ჰექტარი დიდებულივენახი.

გახსოვს, საღამოობით მუშაობით დაღლილები დიდხანს ვსწავლობდით მევენახეობისშესახებ, ვკითხულობდით აივაზიანის წიგნებს, რომ გაგვეგო, როგორ უნდა დაგვეწყო დადაგვესრულებინა ასეთი უცხო სამუშაოები. ახლა ზოგჯერ იმ წიგნებს ვიყენებ, ვენახის გასხვლიდან  დაწყებული ყველაფერი ვისწავლე. ამ წლებში მიწის ნაკვეთიც კი დავამატე, აზომვადახაზვა ყველაფერი თავად გავაკეთე. აი, მდენად გათვიცნობიერებული ვარ ამსაქმეში. ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ.

რა თქმა უნდა, ბევრი სირთულეა. ბევრს ჰგონია, რომ თუ ქალი ხარ, მაშინ შეიძლებაგულგრილად მოგექცნენ,  მოგატყუონ. თავიდან, განსაკუთრებით შესყიდვების დროს, რეგულარულად ვეკამათებოდი მამაკაცებ. ვერაფრით ეგუებოდნენ, რომ ქალსაცთანაბარი შემოსავლის მიღება შეეძლო. ეს ანსაცდელებია, რომლებიც უნდა გაიარო.

სირთულის შემდეგი ეტაპი იყო ამ ყველაფრის მანქანის გარეშე გაკეთება. მართალია, ყოველთვის გინდოდა ჩემთვის მანქანის მართვა გესწავლებინა, მაგრამ როცა გვერდითმყავდი, არასდროს მიფიქრია ამის საჭიროებაზე. შენ შემდეგ კი ძალიან გამიჭირდა, რამდენჯერ შეიძლება სხვას თხოვო ნაკვეთზე წაყვან. გადავწყვიტე, რომ თავად უნდა მესწავლა მართვა და მომავალი  გაზაფხულისთვის, როცა მიწის სამუშაოები დაიწყო, უკვევატარებდი შენს მანქანას, ჩვენს ჯორ“. ბავშვები სულ  დამცინოდნენ. ცოტა ხანში მანქანაგამოვიცვალე. მე პირველი ქალი მძღოლი ვიყავი ნაკვეთზე და ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო ალმაცერად ყურებისა. იცი, ყველაზე დიდი კომპლექსი იყო, როცა გაზის შესავსებადმივდიოდი: ადრე ყოველთვის გარეთ ველოდებოდი, ახლა კი ყველაფრის გაკეთებათავად მიწევდა, არ ვიცოდი სად დამეყენებინა მანქანა, რა უნდა გამეკეთებინა.

ვცდილობ არ ვიყო განაწყენებული, გულგრილად მივიღო დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, რომელიც ყველგან არის, განსაკუთრებით ამ სფეროში, ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი, რომ არარსებობს ქალის ან კაცის საქმე ცალ-ცალკე, თუ არის საქმე, მაშინ უნდა გაკეთდეს. ასეთი აზროვნებით მუშაობაც უფრო ადვილია.

ამ 12 წლის განმავლობაში, 5-6 წელია რაც ვიპოვე ყურძნის ჩაბარების ჩემი მუდმივიპუნქტები, რომლებთანაც ვთანამშრომლობ. უმეტესად პროდუქტის შესაძენად მანქანებსგამოყოფენ, ხშირად თვითონ მოდიან და მიაქვთ მოსავალ. ამ ყველაფრის მიღწევასაკმაოდ რთული, მაგრამ შესაძლებელი იყო.

და ყოველ რთველზე, ყურძნის მოყვანის ჩემ საყვარელ ეტაპზე, ღრმად ვსუნთქავ, ვაჯამებჩემს ცხრათვიან ოფლდაღვრილ შრომას და ათი დღის განმავლობაში ჩემს თანამშრომლებთან ერთად თანაბრად  ვტკბები რთველის პროცესით, ბუნებისა დაადამიანის შრომის ძღვენით.

ფეხზე დადგომა ყოველთვის არის შესაძლებელი, ყველაზე დიდი დარტყმის შემდეგაც კი, უბრალოდ უნდა დაისახო მიზანი, უნდა იყო მონდომებული და წინ იარო“.

ავტორი: გოჰარ აბრაჰამიანი

ფოტოგრაფი: ვაღინაკ ღაზარიანი